თეგი: თვითმფრინავის ჩამოვარდნა

ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ, ამაზონის ჯუნგლებში 4 ბავშვი ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიაში, ამაზონის ჯუნგლებში ოთხი ბავშვი, რომლებსაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ცოცხლები იპოვეს. თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლებში 1 მაისს ჩამოვარდა. ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ძრავის გაუმართაობაა.  ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გადარჩენილი ბავშვების დედა.  

„როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო

ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში „ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და ამავე სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. ბორტზე მყოფთა სიას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (“როსავიაცია”) ავრცელებს. „გარდაცვლილები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე, ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.“ რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები  

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. „ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან,“ - განაცხადა ზბიგნევ რაუმ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები

ბაიდენი: რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას

„არ მიკვირს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი „პრიგოჟინის თვითმრინავის“ კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. „შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა. „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე,“ - აღნიშნავს ბაიდენი. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები დღესვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. International Aviation-ის მიხედვით, Legacy 600 ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა.  

პოდოლიაკი: პროგოჟინმა საკუთარი „სიკვდილის ორდერს“ ხელი თავად მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ვაგნერის“ ლიდერის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნას ეხმაურება. მისი შეფასებით, ნათელია, რომ პუტინის „თავის ცხოველურ ტერორს არავის პატიობს.“ „ის მომენტს ელოდა. აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი თავისთვის სპეციალურ „სასიკვდილო ორდერს“ მოაწერა ხელი, როდესაც ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიებისა“ და პუტინის აბსურდული „საპაიო სიტყვის“ ირწმუნა,“ - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინისა და „ვაგნერის” ხელმძღვანელობის დემონსტრაციული განადგურება აჯანყების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი 2024 წლის არჩევნების წინ: „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის.”  პოდოლიაკის შეფასებით, ეს ასევე სიგნალია რუსი სამხედროებისთვის. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. International Aviation-ის მიხედვით, Legacy 600 ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა  

ბომბი თუ რაკეტა? Meduza-ს ანალიზი „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნაზე

ბომბი თუ რაკეტა? კრემლის გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება Meduza აანალიზებს ადრეულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ „რამ ჩამოაგდო „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი.“ Meduza-ს თანახმად, ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი „რაღაც აფეთქებამ ჩამოაგდო.“ თუმცა გაურკვეველი რჩება, არის თუ არა ეს ბომბი თვითმფრინავის შიგნით, თუ სარაკეტო თავდასხმა გარედან. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წყარომ სატელევიზიო ქსელ Tsargra-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი "ააფეთქეს", რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ჩამოაგდეს (თუმცა რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი კვლავ განიხილავენ ყველა შესაძლებლობას). ავარიის ერთ-ერთ ვიდეოში აღბეჭდილია ღრუბელი, რომელიც მიწა-ჰაერის რაკეტის „ნაკვალევს“ წააგავს. ამასთან, ავარიის ადგილიდან დაბალი ხარისხის სურათები მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ნამსხვრევი შეიცავს ხვრელებს, რომლებიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწა-ჰაერის კლასის რაკეტის ქობინის წინასწარ ჩამოყალიბებული ფრაგმენტებით. ეს ხვრელები არ ჩანს ნამსხვრევებზე, რომლებიც თვითმფრინავის მთავარი ფიუზელაჟიდან (თვითმფრინავის კორპუსი) უფრო მოშორებით დაეცა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ აფეთქება თვითმფრინავის შიგნით მოხდა: Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა დაცემამდე 28000 ფუტის სიმაღლეს მიაღწია. ბევრ საჰაერო თავდაცვის სისტემას კი, ამ სიმაღლეზე თვითმფრინავებზე დარტყმის მიტანა არ შეუძლია. მაგალითად, გასროლა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ვინმესთვის, ადგილზე (როგორიცაა უკრაინის სპეცრაზმი) გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით. სინამდვილეში, ნებისმიერი სახის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევდა მიზანს ასე მაღლა. სულ მცირე, ამას საშუალო მანძილის სისტემა (როგორიცაა ბუკი) დასჭირდებოდა, რომელიც ასევე განლაგებული იყო სამიზნე თვითმფრინავის საჰაერო ბილიკის სიახლოვეს.ამ სისტემების უფრო დიდი დიაპაზონის მქონე მძლავრი რაკეტები, სავარაუდოდ, უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა თვითმფრინავს, ვიდრე ეს თვითმხილველების კადრებიდან ჩანს. მაგალითად, თუ 70 კილოგრამიანი ქობინი და მისი 7000 ქვეტყვია Embraer ERJ-135-ის ზომის თვითმფრინავს დაეჯახებოდა, ფიუზელაჟი სავარაუდოდ, მიწაზე „ერთ ადგილას“ არ დაეცემოდა,“ - წერს Meduza.  „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“ „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.